ჩვენთან არს ღმერთი! კვირა, 2025-02-02, 4:03 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია
ისტორია [10]

მთავარი » ფაილები » ისტორია » ისტორია

წმ. ბარბარე.
[ ] 2009-02-06, 2:46 PM
.                                                         
                                                წმიდა დიდმოწამე ბარბარე (IV.) ხსენება 4(17) დეკემბერი.
        წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. გოგონას ძალიან უყვარდა თვალწინ გადაშლილი წალკოტის ყურება, ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე და ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი შემოქმედი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები დამათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაცდიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილიშიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზეგონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: ყველა, მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი, უზიარებლადგარდაცვალებისაგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ლოცვა უფალმა შეიწყნარა.წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.
                                                                       
ტროპარი წმინდა ბარბარესი
              ქალწულებითა
განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეობარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
                                                                                                                 სხვა
ტროპარი
ბარბარესა
წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგანშეწევნითა დასაჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

                                                                                        ონდაკი
             სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, დაკერპთა საზორველიდაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანიშეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასაწმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

                                                                      ლოცვაჲ წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარეს მიმართ
            წმიდაო დიდებულო და ყოვლად-ქებულო დიდო მოწამეო ქრისტესო ბარბარე, შეკრებულნი დღეს საღმრთოსატაძარსა შინა შენსა ერნი, დალარნაკისა ნაწილთა შენთასა პატივის-მცემელნი და სიყუარულითა ამბორის-მყოფელნი, ხოლო მოწამეობითთა ვნებათა შენთა და მათ შინათვით ღუაწლთა დამდებისა ქრისტესა, რომელმანცა მოგცა შენ არა თუოდენ რწმენაჲ მისი, არამედ ვნებადცა მისთვის, ქებატა მიერმნატვრელნი გევედრებით შენ, საცნაურისა საწადისისაჩუენისა მეოხო, ევედრე ჩუენთვის, ვედრებულსა თვისისა კეთილმოწლეობისაგანღმერთსა, რაჲთა მოწყალებითაშეგვისმინოს ჩუენ, მთხოველთა მადლისა მისისათა, და არა დაუტევოს ჩუენგან ყოველი საჭიროჲ თხოვაჲმაცხოვარებისადა ცხორებისა მიმართ და მოანიჭოს ქრისტეანებრივი აღსასრული უსალმობოდ სიცოცხლესა ჩუენსა, ურცხუენელად, მშვიდობით, საღმრთოთა საიდუმლოთა ზიარად და ყოველთა ყოველსა ადგილსა ზედა, ყოველსა ჭირსა დაგარემოდგომილებასა შინა, მთხოველთა მისისა კაცთმოყუარებისა და შეწევნისა, მოგვმადლოს ფრიად მოწყალებაჲ თვისი, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა დამხურვალითა შუამდგომელობითა შენითა, სულით და ხორცით მარად მშვიდობითმყოფნი, ვადიდებდეთ საკვირველსა წმიდათა შორისთვისთა, ღმერთსა ისრაელისასა, არ-მომაკლებელსა ჩუენგან თვისისაშეწევნისა მარად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
                

კატეგორია: ისტორია | დაამატა: oldfile | ავტორი: Giorgi
ნანახია: 2455 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/4 |
სულ კომენტარი: 3
3 ნინო  
0
ხალხნო და ლობიანები რატომ ცხვება???? ხომ ვერ მეტყვიით ???? :S:S:S:S:S:S

2 benzema  
0
magariaa
:*

1 benzema  
0
VAIMEE DZAAn Magaria caikitxeett :*:*:*:*

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები





 
    www.kakadu.clan.su












სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz