ჩვენთან არს ღმერთი! სამშაბათი, 2024-05-14, 3:12 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია
ისტორია [10]

მთავარი » ფაილები » ისტორია » ისტორია

საეკლესიო ლექსიკონი.
[ ] 2009-03-20, 9:57 PM

ჯვარი, გამშვენებული ჯვარი

მღვდლები შესამოსელის ზემოდან სამღვდელო ჯვარს ატარებენ. ჩვეულებრივი სამკერდე ჯვრისაგანგანსხვავებით, სამღვდელო ჯვარი დიდი ზომისაა.

გულმოდგინე და ერთგული მსახურებისთვის მღვდლებს განსხვავებული ჯვრის ტარების უფლებითაჯილფოებენ. ამგვარი ჯვარი შეიძლება იყოს ოქროსფერი ან გამშვენებულიფერადი, ლამაზი დაძვირფასი თვლებით მორთული.

ტაძარი

ტაძარი სამ ნაწილად იყოფა: სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. ტაძრის შესასვლელს სტოა ეწოდება. შუა ტაძარში მორწმუნენი დგანან და ლოცულობენ. საკურთხეველი ტაძრის მთავარი ნაწილია. მღველმსახურნი წირვა-ლოცვას საკურთხეველში ასრულებენ

საკურთხეველი, კანკელი

საკურთხეველი შუა ტაძრიდან კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის წინა, ამაღლებულ მხარეს ამბიონიეწოდება. იგი შუა ტაძარზე რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კანკელზე, წესისამებრ, სულ 4 ხატიადაბრძანებული: მარჯვენა მხარეს - მაცხოვრის, ხოლო მარცხენა მხარეს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის. მაცხოვრის ხატის გვერდით დაბრძანებულია ხოლმე იმ წმინდანის ხატი, რომლის სახელზეცაა აგებულიტაძარი. ღვთისმშობლის ხატის გვერდით კი რომელიმე დიდი წმინდანის ხატს გამოსახავენ. კანკელისშუაში არის კარები, რომელსაც სამეუფო კარი ეწოდება. ამ კარით საკურთხეველში შესვლა მხოლოდსასულიერო პირებს შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ღვთისმსახურების დროს. ტაძარს იმგვარად აგებენ, რომ საკურთხეველი აღმოსავლეთით იყოს მიმართული. არსებობს ასეთი ქრისტიანული ტრადიცია, რომროდესაც მორწმუნე უფლისადმი ლოცვებს აღავლენს, პირს აღმოსავლეთის მხარეს იბრუნებს - წმინდაქალაქ იერუსალიმისკენ. სახლშიც მორწმუნენი ცდილობენ, ხატების კუთხეც აღმოსავლეთ კედელზეგანათავსონ.

საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან არის ამაღლებული ადგილი, რომელსაც მაღალდასაჯდომელიეწოდება. სიმბოლურად იგი ტაძარში იესო ქრისტეს სამყოფელს განასახიერებს. შუა საკურთხეველშიდგას წმინდა ტრაპეზი, რომელზეც სრულდება წმინდა ზიარების საიდუმლო

წმინდა ტრაპეზი, ოდიკი

ტრაპეზზე აუცილებლად დაბრძანებულია ოდიკი, რომლის გარეშეც წირვა-ლოცვა არ სრულდება. ოდიკსუწოდებენ აბრეშუმის ქსოვილს, რომელზეც ამოქარგულია მაცხოვრის გარდამოხსნა ჯვრიდან. ოდიკშიაუცილებლად არის ჩაკერებული წმინდა ნაწილი.

ტრაპეზის უკან აუცილებლად დგას შვიდტოტა სასანთლე; ტრაპეზზე - ჯვარი, ტრაპეზის სახარება, საცეცხლური და სანაწილე, სადაც ინახება წმინდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად საჭირონივთები.

სამკვეთლო

საკურთხევლის მარცხნივ განთავსებულია სამკვეთლო. სამკვეთლოში მღვდელმსახური კვეთსსეფისკვერებს: სეფისკვერებიდან ლახვრით იღებს მცირე ნაწილებს ცოცხალთა და მიცვალებულთასახელებზე. ამ მოქმედებით ხდება მათი მოხსენიება უფლის წინაშე. სამკვეთლო ტაძრის შუა ნაწილიდანგამოყოფილია კარით, რომელზეც გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი.

სადიაკვნო

საკურთხევლის მარცხნივ განთავსებულია სადიაკვნო, სადაც მღვდელმსახურთა შესამოსელი ინახება. სწორედ აქ იმოსებიან სასულიერო პირნი საღვთისმსახურო შესამოსელით წირვა-ლოცვის დაწყებამდე. მხოლოდ პატრიარქი საგანგებო წესის მიხედვით იმოსება შუა ტაძარში. ასევე იმოსება ეპისკოპოსიც იმშემთხვევაში, თუკი იგი ასრულებს წირვა-ლოცვას. სადიაკვნო ტაძრის შუა ნაწილიდან გამოყოფილიაკარით, რომელზეც გამოსახულია მთავარანგელოზი გაბრიელი.

წმიდა წერილი

წმიდა წერილს სხვაგვარად ბიბლიას უწოდებენ. იგი შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისაგან. წმიდა წერილი უფლის რჩეულების მიერ, ღვთის შთაგონებითაა დაწერილი. ძველ აღთქმაშიმოთხრობილია სამყაროს შექმნის ამბავი და ქრისტეს მოსვლამდე ღვთის რჩეული ერის ისტორია. ახალიაღთქმა ღვთის კურთხევით ქრისტეს მოციქულების მიერაა დაწერილი და იესოს მიწიერ ცხოვრებასა დამის მოძღვრებაზე მოგვითხრობს. ახალი აღთქმის პირველ ოთხ წიგნს სახარებას უწოდებენ, ხოლო იმმოციქულებს, ვინც ისინი დაწერამახარებლებს. ეს წიგნებია: I – მათეს სახარება, II – მარკოზის სახარება, III – ლუკას სახარება და IV – იოანეს სახარება.

კელაპტარი

ადამიანი ლოცვის დროს ხატების წინ სანთელს ანთებს ნიშნად იმისა, რომ უფლისადმი რწმენით არისანთებული მისი გული. საეკლესიო სანთლები სხვადასხვა ზომისა არსებობს. დიდ სანთელს კელაპტარიეწოდება.

კანდელი

კანდელს ხატებთან დანთებულ ლამპარს უწოდებენ. იგი, კელაპტრის მსგავსად, ჩვენს რწმენასგამოხატავს.

კანდელში მცენარეულ ზეთს ასხამენ და ზეთით გაჟღენთილ ბამბის ძაფს სანთლით ანთებენ



კატეგორია: ისტორია | დაამატა: oldfile | ავტორი: Giorgi
ნანახია: 2362 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 1
1 kakadu.tk  
0
iwyeba konkursi kakadu.tk ze. gamarjvebuli miigebs gou.ges am none.ges ucozze adaptirebul dizains an baners 2 kvirit. meore adgilze gasuli baners. dawvrilebit gaecanit saitze

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები





 
    www.kakadu.clan.su












სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz