ჩვენთან არს ღმერთი! სამშაბათი, 2024-05-14, 0:05 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია
ისტორია [10]

მთავარი » ფაილები » ისტორია » ისტორია

იესოს 12 მოციქული.
[ ] 2009-02-13, 4:17 PM
.                                                            
                                                                 იესოს 12 მოციქული.
         იესომ  მიატოვა  ნაზარეთი  და  კაპერნაუმში  დაიდვა  ბინა, გენესარეთის  ტბის  პირას, გალილეაში. ასე აღსრულდა  ესაიას  წინასწარმეტყველება: ,,ზებულუნის  მიწა  და  ნეფთალის  მიწა, ზღვისპირა  გზა  იორდანეს  გაღმით, წარმართთა  გალილეა. ხალხმა, რომელიც  ბნელში  ისხდა, იხილა  დიდი  ნათელი, ჩრდილის  ქვეყანაში  მსხდომთ  ნათელი  ამოუბრწყინდათ". იმ  დროიდან  დაიწყო  იესომ  ქადაგება  და  ამბობდა: ,,მოინანიეთ, ვინაიდან  მოახლოებულია  ცათა  სასუფეველი." მრავალ  ადამიანს  ასწავლიდა  იესო  და  სნეულებათაგან  კურნავდა. იესომ  ამოირჩია  12  მოწაფე, რათა  მასთან  ყოფილიყვნენ  მუდამ  და  განსაკუთრებულად  ასწავლიდა  მათ. აი, ამ  მოწაფეთა  სახელები: სიმონი (პეტრე), ანდრია, იოანე, იაკობი, ფილიპე, ბართლომე (ნათანაელი), მათე (ლევი), თომა, იაკობ  ალფესი, თადეოზი (იუდა  იაკობისი), სიმონ  კანანელი  და  იუდა  ისკარიოტელი, რომელმაც  გასცა  იგი. ყველა  ისინი  უბრალო  ხალხიდან  გამოვიდნენ, მაგრამ  უფალმა  მათ  ბედნიერება  არგუნა _ მეგობრები  და  მოწაფეები  ყოფილიყვნენ  იესო  ქრისტესი _ ღვთის  ძისა.        

       ანდრია  და  მისი  ძმა  სიმონ_პეტრე  გალილეის  ზღვაზე  თევზს  იჭერდნენ. ქრისტემ  მოიხმო  ისინი  და  უთხრა: ,,მომყუვით  მე  და  ადამიანთა  მებადურებად  გაქცევთ". ეს  ნიშნავდა, რომ  კაცთა  ხსნასა  და ჭეშმარიტებასთან   მიყვანას  ასწავლიდა. მათ  ბადეები  მიატოვეს  და  გაჰყვნენ. შემდეგ  იესომ  ზებედეს  ძენი: იაკობი  და  იოანე  მოიხმო, რომლებიც  ნავში  ისხდნენ  მამასთან  ერთად  და  გაჰყვნენ. ასევე  უსიტყვოდ  გაჰყვნენ  სხვა  მოწაფეებიც, როგორც  კი  მოუწოდა  მათ  იესომ. მან  ისინი  საქადაგებლად  დაგზავნა  და  სნეულთა  განკურნების  ხელმწიფება  და  უწმინდურ  სულთა  განდევნის  ძალი  მისცა.

მათე 4,12-22; მარკოზი 3,13-19.

კატეგორია: ისტორია | დაამატა: oldfile | ავტორი: Giorgi
ნანახია: 3929 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.8/12 |
სულ კომენტარი: 2
2 nikolozi  
0
dideba magalta shina gmertsa

1 benzema  
0
magaria:*:*

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები





 
    www.kakadu.clan.su












სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz