ჩვენთან არს ღმერთი! სამშაბათი, 2024-05-14, 8:42 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია
ისტორია [10]

მთავარი » ფაილები » ისტორია » ისტორია

აღსარების შესახებ.
[ ] 2009-02-08, 5:35 PM
.                                                                          
                                                                      აღსარების შესახებ.

         ყოველი ადამიანი, პატარა და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდიც კი, ხანდახან ცუდად იქცევა. შეიძლება არ გვინდოდეს, მაგრამ ტყუილივთქვათ. შეიძლება ვხვდებოდეთ კიდეც, რომ ვინმეს გულს ვტკენთ, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ ცუდი სიტყვებით მიმართვა. შეიძლება სხვასარც არაფერი ვუთხრათ, არც არაფერი დავუშავოთ, მაგრამ ჩვენთვის გულში ვიღაცის გვშურდეს, ან თავს ვიღაცაზე მაღლა ვაყენებდეთ.
ასეთ დროს ჩვენს გულს ყოველთვის უსიამოვნო გრძნობა ეუფლება. შეიძლება თავი დავირწმუნოთ, რომ ძალიანაც კარგად მოვიქეცით, როცა სხვას სამაგიერო გადავუხადეთ, მარგამ თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ მოუსვენრად ვართ, რაღაც გვაწუხებს.
თქვენ იცით, ცუდ საქციელს, ცუდ სიტყვას, ცუდ ფიქრს ეკლესიური ენით ცოდვა ჰქვია.
და აი, როცა ადამიანი ცოდავს, ის ცუდად გრძნობს თავს. რატომ? იმიტომ, რომ ამ დროს ის შორდება ღმერთს. ეს ისეთივე სამწუხაროა, როგორც პატარა ბავშვებისათვის დედისაგან მოწყვეტა. ხომ გინახავთ, როგორ ტირიან პატარები, როცა ვინმე უცნობი მოინდომებს, რომდედას გამოართვას. ჩვენს სულსაც პატარა ბავშვივით სულ ღმერთთან ერთად ყოფნა უნდა, და როცა მას მოწყდება, თითქოს ტირილსიწყებსო, ღელავს და წუხს.
როცა მშობლებს ვაწყენინებთ, ბოდიშს ვუხდით და ისინიც გვპატიობენ ხოლმე.
აღსარება ღვთის წინაშე მარტო ბოდიშის მოხდა არ არის. ეს იმის თქმაც არის, რომ ჩვენ ცუდად ვართ იესოს გარეშე და ისევ მის სიახლოვეს, ისევ მასთნ ერთად ყოფნა გვსურს. აღსარებისას პატიებას ვითხოვთ მისგან. ქრისტესთვის ყველაზე სასიხარულოა, თუკი მასთან ერთადცხოვრებას მოვინდომებთ, ამიტომ აღსარებისას ნათქვამ ცოდვებს ყოველთვის გვპატიობს!


კატეგორია: ისტორია | დაამატა: oldfile | ავტორი: Giorgi
ნანახია: 1411 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 3
3 benzema  
0
ra ginda mshvenieria

2 zura_55  
0
kaia dzaan

1 vaxoo  
0
dzaan magariaaaa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები





 
    www.kakadu.clan.su












სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz