ჩვენთან არს ღმერთი! სამშაბათი, 2024-05-14, 5:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ

კატალოგის კატეგორია
ისტორია [10]

მთავარი » ფაილები » ისტორია » ისტორია

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი.
[ ] 2009-02-07, 7:23 PM
.                                                           
                             წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ.348).     
          წმიდა
სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო დაცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.
მეუღლის
გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 ..) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტისეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალსასწაულს აღასრულებდა.
ერთხელ
კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიასმსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამოკვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.
იმ
დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებითმშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.
ამ
დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბივაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლშიწადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმაწამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისისახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

 
                                                   
კატეგორია: ისტორია | დაამატა: oldfile | ავტორი: Giorgi
ნანახია: 2504 | ჩატვირთულია: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 5
5 tako  
0
zalian kargiaa da bilomde waikitxettttttt

4 z.x.  
0
gio trimipunti ara trimituntelia swori! da saidan aris amowerili statia aucileblad miutite metqi! ok.

3 benzema  
0
magariaa tavidanve damainteresdaa :P

2 oldfile  
0
შევეცდებით ბევრი დავდოთ wink wink wink wink

1 maikomakako  
0
zalian momcons cmindanebis cxovrebis epizodebi da kargi iqneba tu msgavs sulierebis magalitebs bevrs tu dadebt am saitze.. didi madloba smile

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა

ძებნა

საიტის მეგობრები





 
    www.kakadu.clan.su












სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024Make a free website with uCoz